Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ


ძვირფასო სტუდენტებო, ელექტრონული (ონლაინ) სწავლებისას გამოიყენება მასალები, რომლებიც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. ასეთია ლექციების აუდიო/ვიდეოჩანაწერები, ონლაინ სასწავლო შეხვედრების ამსახველი ვიდეო/აუდიო/ფოტომასალა (ხმა, გამოსახულება და ა.შ.), მათ შორის, ე.წ. „სქრინშოთი". ამ მონაცემთა დაცვა ითვალისწინებს მათ მოსმენას, შენახვასა და სხვა პირებისთვის გაზიარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც ასახულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში. ამგვარად, ყოველი თქვენგანის, აგრეთვე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა პერსონალური მონაცემების გამოყენებისას ეს გარემოება უნდა იქნეს გათვალისწინებული.
შესაბამისად, საგანგებო ვითარებაში პროფესორთა მიერ საკუთარი სტუდენტებისათვის ელექტრონული ფორმატით მიწოდებული სალექციო მასალები (პოდკასტები, ვიდეო/აუდიოლექციები) გამოყენებულ უნდა იქნეს:

  • მხოლოდ თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ;
  • მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის - ჩანაწერები გამოიყენება მხოლოდ დანიშნულებისამებრ სარგებლობისთვის;
  • არ შეიძლება მათი გაზიარება არაუფლებამოსილი მესამე პირებისთვის და სხვადასხვა ჯგუფის წევრებისთვის;
  • არ შეიძლება მათი გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით და ან სხვა ნებისმიერი საშუალებით;
  • არ უნდა აქციოთ ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომად;

გაფრთხილებთ:

ამ წესთა უგულებელყოფა ქმნის ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის საფრთხეს, რამაც შეიძლება შექმნას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის პრეცენდენტი.
გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებული უკანონო ქმედებების შესახებ აცნობოთ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს ელექტრონულ ფოსტაზე: tsu.psychology@tsu.ge